ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ მოლაპარაკებებს აწარმოებს რამდენიმე ქვეყანასთან ვაქცინების ზედმეტი დოზების გადასაცემად
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ მოლაპარაკებებს აწარმოებს რამდენიმე ქვეყანასთან ვაქცინების ზედმეტი დოზების გადასაცემად

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ მოლაპარაკებებს აწარმოებს რამდენიმე ქვეყანასთან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ზედმეტი დოზების გადასაცემად.

როგორც სააგენტო „როიტერი” წერს, ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრი სახლიდან პენსილვანიაში გამგზავრებისას განაცხადა.

ამასთან, ბაიდენს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ ქვეყნებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ სხვა ქვეყნისთვის ვაქცინების გადაცემამდე, აშშ უზრუნველყოფს, რომ ყველა მოქალაქეს ჰქონდეს წვდომა ვაქცინაზე.

როგორც სააგენტო „როიტერი” აღნიშნავს, მექსიკამ აშშ-ის მიმართა თხოვნით, გაუზიაროს მას „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დოზები, რომლებიც აშშ-ის აქვს მარაგში.

როგორც მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მართა დელგადომ განაცხადა, ვინაიდან აშშ-ის ჯერ არ დაუმტკიცებია „ასტრაზენეკას“ ვაქცინა, ეს იქნება კარგი ვარიანტი მექსიკისთვის შესათავაზებლად, რომელმაც აღნიშნული ვაქცინის გამოყენება უკვე დაიწყო.