ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ ჩინეთთან მეტოქეობას განაგრძობს, თუმცა კონფლიქტი არ სურს
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, აშშ ჩინეთთან მეტოქეობას განაგრძობს, თუმცა კონფლიქტი არ სურს. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ჩინეთის ლიდერთან გამართული შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ჩინეთთან ახალი ცივი ომი არ იქნება.
„ის მკაფიო იყო და მეც მკაფიოდ ვთქვი, რომ დავიცავ აშშ-ის ინტერესებს და ღირებულებს, წინ წავწევ ადამიანის უნივერსალურ უფლებებს, დავიცავ საერთაშორისო წესრიგს, ვიმუშავებ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მხარდამხარ. ჩვენ აქტიურად შევეჯიბრებით, მაგრამ მე კონფლიქტი არ მსურს. მე ამ კონკურენციის მართვა პასუხისმგებლიანად მსურს. მინდა, დავრწმუნდე, რომ ყველა ქვეყანა ემორჩილება საერთაშორისო წესებს და ეს განვიხილეთ. ერთი ჩინეთის პოლიტიკა არ შეცვლილა. ჩვენ ვეწინააღმდეგებით სტატუს-კვოს ცალმხცრივად შეცვლას რომელიმე მხრიდან და ერთგულები ვართ, შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა ტაივანის სრუტეში“, – განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს შეხვდა. ეს მათი პირველი შეხვედრა იყო პრეზიდენტების რანგში.