ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ევროპელ მოკავშირეებთან ერთად, ბელარუსის პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციებს გააფართოებს
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ევროპელ მოკავშირეებთან ერთად, ბელარუსის პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციებს გააფართოებს

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე დემოკრატი კანდიდატი ჯო ბაიდენი ბელარუსის ოპოზიციას მხარდაჭერას უცხადებს.

ბაიდენი ოპოზიციური ძალების მთავარ მოთხოვნას – ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომას მხარს უჭერს. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

ბაიდენის თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემთვევაში, ის ევროპელ მოკავშირეებთან ერთად, ლუკაშენკოს წინააღმდეგ სანქციებს გააფართოებს.

„მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპი უარს ამბობს მათი სახელით გამოსვლაზე, მე გავაგრძელებ ბელარუსი ხალხის დემოკრატიული მიზნების მხარდაჭერას. ვერც ერთი ლიდერი, რომელიც აწამებს თავის ხალხს, ლეგიტიმური ვერ იქნება. მე გავაგრძელებ სვეტლანა ციხანოვსკაიასა და ბელარუსი ხალხის მოთხოვნების მხარდაჭერას, რათა მშვიდობიანი ფორმით მოხდეს ძალაუფლების გადაცემა, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და ქვეყანაში თავისუფალი არჩევნები ჩატარდეს“, – აცხადებს ბაიდენი.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსში მასშტაბური აქციები 9 აგვისტოს შემდგომ დაიწყო, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკოს გამარჯვება გამოაცხადა. არჩევნების შედეგებს ქვეყნის ოპოზიცია არ აღიარებს. გამოსვლების მეორე ტალღა 25 ოქტომბრიდან განახლდა, მას შემდეგ, რაც ოპოზიციის მიერ ბელარუსის მთავრობისთვის წაყენებული ულტიმატუმის ვადა უშედეგოდ ამოიწურა. ულტიმატუმში ოპოზიცია ქვეყნის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვდა.