ჯო ბაიდენი - 100 დღის წინ აშშ-ის სახლი იწვოდა და ჩვენ უნდა გვემოქმედა
ჯო ბაიდენი - 100 დღის წინ აშშ-ის სახლი იწვოდა და ჩვენ უნდა გვემოქმედა

100 დღის წინ აშშ-ის სახლი იწვოდა და ჩვენ უნდა გვემოქმედა, – ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესში ყოველწლიური გამოსვლის დროს გააკეთა.

გამოსვლაში ბაიდენი გამოვიდა 1,8 ტრიოლიონ-დოლარიანი პაკეტის მიღების ინიციატივით, რომელიც მისივე თქმით, საჭიროა, რათა აშშ-მა კონკურენცია გაუწიოს ჩინეთს.

მისივე თქმით, აშშ-ს სჭირდება აღდგენა კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, რათა პოლიტიკური პოლარიზაციის პერიოდში დემოკრატიული პრიორიტეტები დაცული იყოს.

„100 დღის წინ ამერიკის სახლი იწვოდა და ჩვენ უნდა გვემოქმედა. დიდი მადლობა განსაკუთრებული ლიდერობისთვის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსს, სენატში უმრავლესობის ლიდერ ჩაკ შუმერს და ამერიკელ ხალხს მხარდაჭერისთვის. დემოკრატებმა, რესპუბლიკელებმა და დამოუკიდებელმა კანონმდებლებმა ერთად იმოქმედეს. ჩვენ მივიღეთ ამერიკის გადარჩენის გეგმა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პაკეტი აშშ-ის ისტორიაში და ჩვენ უკვე ვხედავთ შედეგებს. ჩვენ ყველა დიდ ინვესტიციას ვაბანდებთ ჯანდაცვაში ვეტერანებისთვის, კრიტიკულ ინვესტიციებს ვაბანდებთ ოპოიდების კრიზისის გადასაჭრელად და ასევე ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვადგავართ გზას, რათა ამერიკაში ბავშვების სიღარიბის მაჩვენებელი გავანახევროთ“, – განცხადა ბაიდენმა.

მისივე თქმით, ამერიკის გადარჩენის გეგმა არის აღიარება, რომ აშშ უოლ სტრიტზე მომუშავე ხალხს არ აუშენებია, არამედ ეს საშუალო კლასის ამერიკელებმა გააკეთეს.

„მოდით, გავზარდოთ საათობრივი ანაზღაურება 15 დოლარამდე. არც ერთი ამერიკელი, ვინც 40 საათს მუშაობს კვირაში, არ უნდა იყოს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.