„ჯივიპიმ“ რუსთავში, მეგობრობის გამზირისა და გაგარინის ქუჩის წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაცია დაიწყო
ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების ფარგლებში კომპანია „ჯივიპიმ“ მეგობრობის გამზირსა და გაგარინის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაცია დაიწყო.
მეგობრობის გამზირის სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში 1 700 მეტრამდე სიგრძის წყალსადენის ქსელი სრულად განახლდება, 15 ერთეული ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდება და 11 საკვანძო ჭა მოეწყობა. სარეაბილიტაციო სამუშაოები პარალელურად გაგარინის ქუჩაზეც შესრულდება, სადაც ასევე 1 800 მეტრი სიგრძის წყალსადენის ქსელი განახლდება, 17 ერთეული ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდება და 15 საკვანძო ჭა მოეწყობა.
ქალაქ რუსთავში, მეგობრობის გამზირისა და გაგარინის ქუჩის წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციაში კომპანია „ჯიპივი“, ჯამში, 5,5 მილიონ ლარამდე ინვესტიციას განახორციელებს.
სარებილიტაციო სამუშაოები მიმდინარე კვირას დაიწყო და მისი დასრულება გაგარინის ქუჩაზე – მაისში, მეგობრობის გამზირზე კი ივნისშია დაგეგმილი. 2024 წლის განმავლობაში ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 18 მილიონ ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს, მეგობრობის გამზირსა და გაგარინის ქუჩაზე ქსელების რეაბილიტაცია სწორედ მიმდინარე წლის საინვესტიციო გეგმის ნაწილია.
მეგობრობის გამზირზე სარეაბილიტაციო პროექტების მიმდინარეობისას ნაწილობრივ შეიზღუდება სატრანსპორტო მოძრაობა, ხოლო წყალმომარაგების შეზღუდვა მხოლოდ დასკვნით, გადაერთებით ეტაპზე იქნება საჭირო. მიმდინარე მასშტაბური სამუშაოების შედეგად წყალმომარაგება ქალაქ რუსთავის 40 000-ზე მეტ აბონენტს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება.