ავარიული დაზიანების გამო, იოსებიძის, მიცკევიჩის, პეკინის, ცინცაძის, საირმისა და მიმდებარე ქუჩებს წყალმომარაგება 6 ივნისის 08:00 საათამდე შეეზღუდებათ
ავარიული დაზიანების გამო, იოსებიძის, მიცკევიჩის, პეკინის, ცინცაძის, საირმისა და მიმდებარე ქუჩებს წყალმომარაგება 6 ივნისის 08:00 საათამდე შეეზღუდებათ

ავარიული დაზიანების გამო, თბილისში იოსებიძის, მიცკევიჩის, პეკინის, ცინცაძის, საირმისა და მიმდებარე ქუჩებს წყალმომარაგება 6 ივნისის 08:00 საათამდე შეეზღუდებათ, – ამის შესახებ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალურ განცხადებაშია აღნიშნული.

„დღეს, 5 ივნისს, მგალობლიშვილის ქუჩაზე „ჯივიპის“ წყალმომარაგების ქსელი ავარიულად დაზიანდა და წყლის დინების შესაჩერებლად ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები მომენტალურად დაიკეტა.

წყალმომარაგების ქსელის წყლისგან დაცლის შემდეგ ოპერატიულად დაიწყება ტექნიკური სამუშაოები მიზეზების დასადგენად და დაზიანების აღმოსაფხვრელად. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობას დამატებით ინფორმაციას მიაწვდის.

მგალობლიშვილის ქუჩაზე რთული ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოების გამო წყალმომარაგება 6 ივნისის, დილის 08:00 საათამდე შეზღუდული აქვს: იოსებიძის, მიცკევიჩის, პეკინის, ცინცაძის, საირმის და მიმდებარე ქუჩებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებგვერდის მეშვეობით – www.gwp.ge“, – აცხადებენ კომპანიაში.