„ჯივიპი“ - ჟინვალის ჰიდროკომპლექსის უსაფრთხო ოპერირებისთვის ევროპული სტანდარტის ტექნოლოგიები დაინერგა
„ჯივიპი“ - ჟინვალის ჰიდროკომპლექსის უსაფრთხო ოპერირებისთვის ევროპული სტანდარტის ტექნოლოგიები დაინერგა

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ჟინვალის ჰიდროკომპლექსში ჰესის სტაბილური და უსაფრთხო ოპერირებისთვის ოთხი ერთეული  ევროპული სტანდარტის, HB3-C-ის ტიპის საგენერატორო ვაკუუმური ამომრთველები დაამონტაჟა. ინფორმაციას „ჯივიპი“ ავრცელებს.

ჟინვალის ჰიდროელექტროსადგურში დაყენებული SIEMENS HB3-C და სხვა საგენერატორო ვაკუუმური ამომრთველები, ევროპული სტანდარტის მიხედვით, საჭიროა იმ ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტებზე, რომელთა დადგმული გამომუშავების სიმძლავრე აღემატება 30 მეგავატს.

HB3-C ტიპის საგენერატორო ვაკუუმური ამომრთველები შეესაბამება ევროკავშირის IEC 62271-200:2011 და IEC 61936-1 (VDE 0101) სტანდარტებს. აღნიშნული ტექნოლოგია კი უზრუნველყოფს, ექსპლუატაციის პირობების დაცვით, 25 წლამდე მომსახურების გარეშე მუშაობას“, – ნათქვამია „ჯივიპის“ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, აღნიშნული პროექტი, „ჯივიპის“ დაკვეთით, კომპანია „რეტკომ“ Siemens-თან პარტნიორობით განახორციელა.