„ჯივიპი“ - 2018-2020 წლებში კომპანიამ შინდისში, ტაბახმელაში, კოჯორში, ბეთანისა და კვესეთში ახალი სისტემები მოაწყო და მოსახლეობა უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყო
2018-2020 წლებში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ შინდისში, ტაბახმელაში, კოჯორში, ბეთანისა და კვესეთში ახალი სისტემები მოაწყო და მოსახლეობა 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყო.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, ამ ტერიტორიებს წლების მანძილზე სასმელი წყალი პრაქტიკულად არ მიეწოდებოდა.
„წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების მიზნით, თბილისის ყველა რაიონში, 400-ზე მეტ ქუჩაზე 250 კმ წყალსადენის და წყალარინების ქსელი განახლდა. რეაბილიტაცია ჩატარდა ჭავჭავაძის გამზირზე, კახეთის გზატკეცილზე, ვეკუა-ხიზანიშვილის, შარტავას, კანდელაკი-ბუდაპეშტის და სხვა ქუჩებზე. კომპანიამ 2018-2020 წლებში ჯამში 300 მლნ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა – შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა დაზიანებები და წყალმომარაგება გაცილებით სტაბილური გახდა.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის ზრუნვას მომდევნო წლებშიც გააგრძელებს“, – აცხადებენ კომპანიაში.