ჯინ შაჰინი - შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობა განსაკუთრებით კარგად ვიხილეთ უკრაინაში ომის შემდეგ, მას აქვს დიდი პოტენციალი, მათ შორის ეკონომიკური კუთხით
ჯინ შაჰინი - შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობა განსაკუთრებით კარგად ვიხილეთ უკრაინაში ომის შემდეგ, მას აქვს დიდი პოტენციალი, მათ შორის ეკონომიკური კუთხით

ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა უკრაინაში ომის შემდეგ.

ამერიკელ სენატორს დღევანდელ პრესკონფერენციაზე ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.

„ეს ძალიან კარგი პროექტია. გეტყვით, რომ მე და სენატორმა დურბინმა წამოვიწყეთ საპარლამენტო ინიციატივა, რომელიც შეეხება შავი ზღვის სტრატეგიის შემუშავებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონი. მისი მნიშვნელობა განსაკუთრებით კარგად ვიხილეთ უკრაინის ომის შემდგომ, ომმა მეტად გამოკვეთა შავი ზღვის მნიშვნელობა. მას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, მათ შორის ეკონომიკური კუთხით. როცა ვსაუბრობთ სტრატეგიაზე, და ამ სტრატეგიის ძირითადი მიმართულება გახლავთ ეროვნული უსაფრთხოება და კოლექტიური უსაფრთხოება, რა თქმა უნდა, ეს სტრატეგია ასევე მოიცავს ეკონომიკურ უსაფრთხოებასაც. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ვიხილავთ აქ ამერიკულ ინვესტიციებს და დაინტერესებულ ბიზნესებს“, – განაცხადა ჯინ შაჰინმა.