ჯინ შაჰინი - საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი რუსული კანონის მსგავსია, მსგავსი კანონი მიიღო უნგრეთმაც და დადასტურდა, რომ ევროკავშირის სტანდარტებთან შეუსაბამოა
ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი „ხალხის ძალის“ კანონპროექტთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ აცხადებს, რომ აღნიშნული კანონპროექტი რუსული კანონის მსგავსია.
მისივე თქმით, მსგავსი კანონი მიიღო უნგრეთმაც და დადასტურდა, რომ ევროკავშირის სტანდარტებთან შეუსაბამოა.
„ძალიან მკაფიოდ ვიტყვი, რომ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი არ არის აშშ-ის კანონის მსგავსი. იგი არის რუსული კანონის მსგავსი. ასევე, მსგავსი კანონი მიღებულ იქნა უნგრეთის მიერ და დადასტურდა, რომ არის შეუსაბამო ევროკავშირის სტანდარტებთან, არ არის თანხვედრაში სტანდარტებთან, ასევე ადამიანის უფლებების რეალიზებასთან. შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობ დემოკრატიის უკუსვლაზე, ესეც იგულისხმება“, – აღნიშნა ჯინ შაჰინმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე.