ჯინ შაჰინი - მივესალმები ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველოს მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი და უკრაინა, მოლდოვა დაიწყებენ მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ
მივესალმები დღევანდელ ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველოს მიანიჭეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
როგორც ჯინ შაჰინი წერს, ასევე მიესალმება უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას.
„მივესალმები დღევანდელ ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომ უკრაინა და მოლდოვა დაიწყებენ მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ და საქართველოს მიანიჭეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ეს მანამდე თუ არ იყო ცხადი, ახლა ნამდვილად ცხადია, რომ პუტინი ცდება, უკრაინის მომავალი დასავლეთშია“, – წერს ჯინ შაჰინი.
ევროპული საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა, ხოლო უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები გაიხსნა.