ჯინ შაჰინი - აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, რადგან ის მუშაობს მისი დემოკრატიული მისწრაფებების წინსვლისთვის
აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, რადგან ის მუშაობს მისი დემოკრატიული მისწრაფებების წინსვლისთვის, – ამის შესახებ ამერიკელმა სენატორი ჯინ შაჰინი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ჯინ შაჰინი აღნიშნავს, 14 წლის წინ რუსეთმა დაიწყო უკანონო სამხედრო შეჭრა საქართველოში.
„14 წლის წინ რუსეთმა დაიწყო უკანონო სამხედრო შეჭრა საქართველოში, რაც გახდა საბჭოთა კავშირის აღდგენის შესახებ პუტინის ბოდვითი ამბიციების დასაწყისი. აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, რადგან ის მუშაობს მისი დემოკრატიული მისწრაფებების წინსვლისთვის“, – წერს შაჰინი.