ჯინ შაჰინი - აშშ მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას, გააძლიეროს დემოკრატია
აშშ მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას, გააძლიეროს დემოკრატია, – ამის შესახებ სენატორი ჯინ შაჰინი „ტვიტერზე“ წერს.
„მე და სენატორი რობ პორტმანი შევხვდით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, რათა ორპარტიული გზავნილი გადავცეთ, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას, გააძლიეროს დემოკრატია. ამის გასაკეთებლად ყველა მხარე უნდა დაემორჩილოს აპრილის შეთანხმებას და კომპრომისს, რათა მიღწეული იყოს მოქალაქეებისთვის სასურველი შედეგი.
მჯერა, რომ არსებობს ღრმა მზაობა, რათა ეს მიზნები დაცული იყოს, რომ აშენდეს ქართველი ხალხის უფრო ნათელი, უსაფრთხო მომავალი. რთული სამუშაო უნდა გაგრძელდეს, რათა მნიშვნელოვანი რეფორმები შესრულდეს. აშშ-ის სოლიდარულია ჩვენი პარტნიორების ამ ძალისხმევის“,- აღნიშნავს სენატორი.