ჯინ შაჰინი - აშკარაა რუსეთის მცდელობა, დააშინოს მეზობელი სახელმწიფოები, რომლებმაც აირჩიეს ევროატლანტიკური გზა, ეს გზა სახელმწიფოებს სთავაზობს უკეთეს მომავალს, ზუსტად ამიტომ ვუჭერთ მხარს საქართველოს
ჯინ შაჰინი - აშკარაა რუსეთის მცდელობა, დააშინოს მეზობელი სახელმწიფოები, რომლებმაც აირჩიეს ევროატლანტიკური გზა, ეს გზა სახელმწიფოებს სთავაზობს უკეთეს მომავალს, ზუსტად ამიტომ ვუჭერთ მხარს საქართველოს

ჩვენ ვნახეთ რაოდენ დიდ გამოწვევას წარმოადგენს საქართველოსთვის რუსის ჯარისკაცები და რუსული შეიარაღება, რომელიც დამიზნებულია საქართველოს მისამართით, – ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ჯინ შაჰინმა განაცხადა, დღეს გაეცნო პრობლემას, რომლის წინაშეც დგანან საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ ეძლევათ სრულად საშუალება, მიიღონ საქართველოს ტერიტორიაზე ჯანდაცვის მომსახურება თუ განათლება.

„მინდა, აღვნიშნო ასევე, რომ გვქონდა შესაძლებლობა, ვყოფილიყავით ვილნიუსში ამ კვირის დასაწყისში, სადაც გვქონდა შეხვედრა ბელარუსიის ოპოზიციის ლიდერთან, რომელიც ოპოზიციაშია პრეზიდენტ ლუკაშენკოსადმი. გავეცანით ვითარებას, რომელშიც არიან ბელარუსიის წარმომადგენლები, როდესაც ისინი განიცდიან დაშინებას. გაგვაცნეს ვითარება, რომელიც შეიქმნა „რაინეარის“ თვითმფრინავის ბელარუსში დასმის შედეგად, რომელიც მიმართული იყო იმისკენ, რომ ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი ჩამოესვათ თვითმფრინავიდან“, – განაცხადა ჯინ შაჰინმა.

მისივე თქმით, დაშინების იმავე ტაქტიკას რუსეთი იყენებს უკრაინასთან მიმართებაში, სადაც მას კვლავ ოკუპირებული აქვს ყირიმი და დონბასთან მიმართებაში განგრძობითად მიმდინარეობს შეიარაღებული კონფლიქტი.

„შევადარებდი ამას დღეს დილით ნანახ ვითარებას, რომელსაც გავეცანით ადმინისტრაციულ საზღვარზე. რუსეთის მცდელობა აშკარაა, რომ დააშინოს მის სამეზობლოში მდებარე სახელმწიფოები, რომლებმაც აირჩიეს ევროატლანტიკური გზა, აირჩიეს დასავლეთისკენ სვლა, რომელიც ამ სახელმწიფოებსა და მოქალაქეებს სთავაზობს უკეთეს მომავალს, ვიდრე თავად რუსეთს შეუძლია, შესთავაზოს. ზუსტად ამიტომ ვუჭერთ მხარს ჩვენ საქართველოს, საქართველოში რეფორმების განხორციელებას და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას. იმისთვის, რომ მეტი შესაძლებლობები შეიქმნას საქართველოს მოქალაქეებისთვის და მეტად შეძლონ მათ თავისი უფლებების გამოვლენა, აშშ კვლავ რჩება საქართველოს მტკიცე პარტნიორად“, – განაცხადა სენატორმა.