ჯიმი კარტერმა დონალდ ტრამპს მიმართა - აშშ-ის ძალა არის თანასწორობა და მრავალეთნიკურობა
ამერიკის შეერთებული შტატების 39-ე პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა ვირჯინიის თავისუფლების უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპს მიმართა. მან აშშ-ის 45-ე პრეზიდენტს ურჩია, უარი თქვას მკაცრ ანტისაემიგრაციო პოლიტიკაზე.
„ამერიკის შეერთებული შტატები მუდამ მშვიდობის გამავრცელებელი სახელმწიფო უნდა იყოს, ეს ჩვენი ვალია. ამერიკის ძალა სწორედ თანასწორობა და მრავალეთნიკურობაა. ღმერთის თვალში ყველა ადამიანი თანასწორია და ნებისმიერი ნიშნით ადამიანების სეგრეგაციაზე ჩვენ უარი უნდა ვთქვათ. არ ვიცი, ბატონი ტრამპი რამდენად გაითვალისწინებს ამ ყველაფერს“, – განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.
ჯიმი კარტერმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები წლების განმავლობაში რასიზმის წინააღმდეგ იბრძოდა და ეს ბრძოლა ზოგიერთისთვის დღესაც გრძელდება, რადგან რასიზმი ბოლომდე დაძლეული არ არის.
საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრება დონალდ ტრამპის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. მან პრეზიდენტობის პირველივე თვეებში საემიგრაციო პოლიტიკაში ხისტი ზომების გატარება დაიწყო.