ჯიმ რიში რუსეთის მიმართ აშშ-ის პოლიტიკას აკრიტიკებს და ნატო-ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის არყოფნის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს
სენატორი ჯიმ რიში სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის „ტვიტერის“ გვერდზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთის მიმართ აშშ-ის პოლიტიკას აკრიტიკებს. ერთ-ერთ მიზეზად ის ნატო-ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის არყოფნას ასახელებს.
„ჩრდილოეთ ნაკადი 2-ისთვის“ სანქციების მოხსნა, ნატო-ს სამიტზე დამკვირვებლებად საქართველოსა და უკრაინის არყოფნა, ცალმხრივი დათმობები ევროპაში საზღვაო ბაზირების ფრთოსანი ბირთვული რაკეტებისა და სახმელეთო ბაზირების რაკეტებთან დაკავშირებით. პუტინს არ სჭირდება მოლაპარაკებების წარმოება, მას შეუძლია, უბრალოდ უყუროს, თუ როგორ აშოშმინებს აშშ საკუთარ თავს“, – წერს ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში.