ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონტრაციო ბაზა უნგრეთის ელჩმა დაათვალიერა
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონტრაციო ბაზას უნგრეთის ელჩი ვიქტორია ჰორვარტი და უნგრელი მეღვინეები ესტუმრნენ.
სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, სტუმრებმა ბაზაზე გაშენებული ვაზის კოლექცია დაათვალიერეს და ქართული იშვიათი ვაზისგან დაყენებული ღვინოები დააგემოვნეს. ისინი საქართველოს მეღვინეობა-მევენახეობის ისტორიას, ამ მიმართულებით ქვეყნის პოტენციალს და დარგის სიახლეებს გაეცნენ.
ჯიღაურას კოლექციაში 350 უცხოური და 437 ქართული ვაზის ჯიშია დაცული, რომლის მოძიება და აღდგენა წლების განმავლობაში მიმდინარეობდა.