ჯენარო გატუზო „მარსელის“ მთავარი მწვრთნელი გახდება #1TVSPORT
ჯენარო გატუზო „მარსელის“ მთავარი მწვრთნელი გახდება #1TVSPORT

იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ჯენარო გატუზო ფრანგული „მარსელის“ მთავარი მწვრთნელი გახდება.

როგორც ცნობილია, იტალიელი სპეციალისტი „მარსელის“ წინადადებას გუშინ, 26 სექტემბერს დათანხმდა და უახლოეს მომავალში კლუბი მის თანამდებობაზე დანიშვნას ოფიციალურად გამოაცხადებს.

მიმდინარე სეზონის დასაწყისში „მარსელი“ მარსელინომ ჩაიბარა, ის მხოლოდ 7 მატჩის განამვლობაში წვრთნიდა ფრანგულ გუნდს და მისი წასვლა არასპორტულ მიზეზებს უკავშირდება.

45 წლის გატუზო ბოლოს გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიას“ ავარჯიშებდა. 2022 წლის ივნისიდან 2023 წლის იანვრამდე მან ესპანური გუნდი მოედანზე 22-ჯერ გაიყვანა და მხოლოდ 7 შეხვედრა მოაგებინა.

სამწვრთნელო კარიერის მანძილზე ჯენარო გატუზოს ერთადერთი ტიტული აქვს მოპოვებული, 2019/2020 წლის სეზონში „ნაპოლისთან“ ერთად იტალიის თასი მოიგო.