ჯენარო გატუზო „ლიონის“ ახალი მთავარი მწვრთნელი გახდება #1TVSPORT
ჯენარო გატუზო „ლიონის“ ახალი მთავარი მწვრთნელი გახდება #1TVSPORT

იტალიელი სპეციალისტი ჯენარო გატუზო ფრანგული „ლიონის“ მთავარი მწვრთნელი გახდება, – ინფორმაციას გამოცემა RMC Sport-ი ავრცელებს.

ლიგა 1-ის ბინადარმა, „ლიონმა“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ლორან ბლანი გაათავისუფლა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა საფრანგეთის ჩემპიონატის პირველ ოთხ ტურში მხოლოდ ერთი ქულა აიღო, რაც კლუბის მესვეურთათვის მიუღებელი აღმოჩნდა.

როგორც წყარო იუწყება, გატუზომ „ლიონთან“ უკვე შეათანხმა პირადი კონტრაქტის დეტალები და მას უახლოეს მომავალში გამოაცხადებენ მთავარ მწვრთნელად.

45 წლის გატუზო ბოლოს გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიას“ წვრთნიდა. მწვრთნელის რანგში იტალიელმა ერთადერთი ტიტული „ნაპოლიში“ მოიგო, 2019/20 წლის სეზონში „პარტენოპეი“ მისი ხელმძღვანელობით იტალიის თასს დაეუფლა.