გატუზომ გონსალო გედეშის „ვალენსიადან“ წასვლა დაადასტურა #1TVSPORT
გატუზომ გონსალო გედეშის „ვალენსიადან“ წასვლა დაადასტურა #1TVSPORT

„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ განაცხადა, რომ ფორვარდი გონსალო გედეში მალე დატოვებს ესპანურ კლუბს.

„ხელმძღვანელობამ მითხრა, რომ მათ გრანდიოზული წინადადება მიიღეს გედეშთან დაკავშირებით პრემიერლიგის კლუბისგან“, – მოჰყავს გატუზოს სიტყვები იტალიელ ჟურნალისტს ფაბრიციო რომანოს.

გასულ სეზონში გონსალო გედეშმა 42 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 13 გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.