„მილანისა“ და „ნაპოლის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო მომავალი სეზონიდან „ვალენსიას“ ჩაუდგება სათავეში, – ამის შესახებ წერს გამოცემა TuttoMercatoWeb.
წყაროს ცნობით, 44 წლის სპეციალისტი თავის აგენტთან ჟორჟე მენდეშთან ერთად სინგაპურში გაფრინდა, სადაც შეხვდა „ვალენსიას“ პრეზიდენტს პიტერ ლიმას. მხარეებმა უკვე მოილაპარაკეს თანამშრომლობაზე. ესპანური პრესა ამტკიცებს, რომ გატუზოსთან გაფორმდება კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.
გატუზოს ბოლო კლუბი იყო „ფიორენტინა“, რომელიც 2021 წლის მაისის ბოლოს ჩაიბარა, თუმცა ერთ თვეში დატოვა პოსტი კლუბის ხელმღვანელობასთან უთანხმოების გამო.