გატუზო „ვალენსიაში“ მერტენსს იწვევს #1TVSPORT
გატუზო „ვალენსიაში“ მერტენსს იწვევს #1TVSPORT

„ნაპოლის“ ფორვარდმა დრის მერტენსმა, შესაძლოა, კარიერა „ვალენსიაში“ გააგრძელოს.

როგორც ესპანური პრესა წერს, 35 წლის ფეხბურთელით პირადად არის დაინტერესებული ესპანური კლუბის ახალი მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო. იტალიელი უკვე დაუკავშირდა ფეხბურთელს, რათა განიხილოს მისი შესაძლო გადასვლა „ვალენსიაში“.

ბელგიელი 30 ივნისიდან თავისუფალი აგენტი გახდება, მაგრამ ნეაპოლურ კლუბს ავტომატურად შეუძლია ერთი წლით გააგრძელოს კონტრაქტი.

გასულ სეზონში მერტენსმა 37 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.