ჯენ ფსაკი - უკრაინაზე რუსეთის პოტენციური თავდასხმის ე.წ. ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა
ჯენ ფსაკი - უკრაინაზე რუსეთის პოტენციური თავდასხმის ე.წ. ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა

უკრაინაზე რუსეთის პოტენციური თავდასხმის ე.წ. ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა და ნებისმიერ მომენტში შეიძლება, დაიწყოს, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ერთმანეთისგან განსხვავდება, თუ რას ამბობს და რას მოქმედებს რუსეთი.

ფსაკიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა თეთრი სახლის გაფრთხილება ე.წ. ყალბი დროშის მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც უკრაინაში შეჭრისთვის საბაბის შექმნას ისახავს მიზნად. კერძოდ, ჯენ ფსაკიმ აღნიშნა, რომ საჭიროა სიფხიზლე იმ ყალბ ვიდეოკადრებსა ან რეპორტაჟებთან დაკავშირებით, რომლებიც რუსულ მედიაში ვრცელდება.