ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის, უკრაინიდან ლტოლვილები მიიღოს, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა.
„მზად ვართ, მივიღოთ ლტოლვილები, მაგრამ, რა თქმა უნდა, ველოდებით, რომ მათი უმრავლესობა ევროპაში და მეზობელ ქვეყნებში წასვლას მოინდომებს. ამიტომ ამ საკითხებთან დაკავშირებით ვმუშაობთ ევროპის ქვეყნებთან. მაგალითად პოლონეთთან, სადაც ვხედავთ, რომ ბოლო 24 საათში ლტოლვილთა ნაკადი გაიზარდა“, – განაცხადა ჯენ ფსაკიმ.