ჯეიმს ო’ბრაიენი - სომხეთის დასავლურ საზოგადოებასთან დაახლოების მიზნით, აშშ და ევროპა ერთობლივად ამუშავებენ გეგმას
აშშ და ევროპა ერთობლივად ამუშავებენ გეგმას სომხეთის დასავლურ საზოგადოებასთან დაახლოების მიზნით, – ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში მთიანი ყარაბაღის შესახებ მოსმენაზე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს ო’ბრაიენმა განაცხადა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ასევე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და ევროპა მუშაობენ დამატებით ზომებზე სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ხაზი გაუსვა საფრანგეთის „მნიშვნელოვან“ დახმარებას ამ სფეროში.
„ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა საჯაროდ განაცხადა, რომ შეხვედრის გამართვას აპირებს შეერთებულ შტატებთან და სომხეთთან, რათა სომხეთი დაუახლოვდეს ჩვენს საზოგადოებებს. ეს რამდენიმე დღის წინ განვიხილეთ პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან და ახლა ვცდილობთ მოდელის შემუშავებას. შეთავაზება, რომელიც შეუძლია, ევროკავშირმა გააკეთოს სავაჭრო პრიორიტეტების, ეკონომიკური თანამშრომლობისა და ერთიან ბაზარზე წვდომის თვალსაზრისით, წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია. ჩვენ შეგვიძლია, დავეხმაროთ ამაში“, – განაცხადა ჯეიმს ო’ბრაიენმა.