ჯეიმს ო’ბრაიენი - საქართველოსა და მოლდოვაში კონფლიქტების გადაჭრა ჩვენს განახლებულ ვალდებულებას მოითხოვს
მსურს, შევუერთდე კოლეგებს და ვთქვა, რაოდენ რთული წელი გვქონდა. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა სრულად ეწინააღმდგება ცივილიზებულ სტანდარტებს და საერთაშორისო კანონმდებლობას, ასევე იმ პრინციპებს, რომლებსაც ეუთო ეფუძნება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს ო’ბრაიენმა განაცხადა.
აღნიშნული განცხადება მან გააკეთა ეუთო-ს მინისტერიალზე, რომელიც სკოპიეში იმართება.
„კონფლიქტები გრძელდება საქართველოსა და მოლდოვაში, რაც მოითხოვს ჩვენს განახლებულ ვალდებულებას, რათა ისინი გადაიჭრას, რომ ეს საზოგადოებები სრულ შესაბამისობაში მოვიდნენ მათი ხალხის არჩევანთან – იყვნენ იმ ქვეყნების უფრო ფართო თანამეგობრობის ნაწილი, რომლებიც კანონის უზენაესობის ერთგული არიან“, – განაცხადა ჯეიმს ო’ბრაიენმა.