ჯეიმს ო’ბრაიენი 27-29 ივნისს ვიზიტით აზერბაიჯანსა და ხორვატიაში ჩავა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო’ბრაიენი 27-29 ივნისს ვიზიტით აზერბაიჯანსა და ხორვატიაში ჩავა.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ბაქოში ო’ბრაიენი აზერბაიჯანის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება, მათ შორის, პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიჰუნ ბაირამოვს, რათა ხაზი გაუსვას აშშ-აზერბაიჯანის ორმხრივ ურთიერთობებში პროგრესს და აშშ-ის მხარდაჭერას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების მიმართ.
ო’ბრაიენი, ასევე, შეხვდება სამოქალაქო საზოგადოების წევრებს, რათა აღნიშნოს აზერბაიჯანის მიერ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების აუცილებლობა.
ბაქოდან ჯეიმს ობრაიენი ხორვატიაში გაემგზავრება, სადაც დუბროვნიკის ფორუმს დაესწრება და ევროპელ პარტნიორებთან, მოკავშირეებთან დასავლეთ ბალკანეთის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას განიხილავს.