ჯეიმს ჯონი - საქართველო და, განსაკუთრებით, ეროვნული ბანკი, მიმართავს დამაკმაყოფილებელ ძალისხმევას, რომ შეასრულოს საერთაშორისო სანქციები, ეს არის, რაც გვესმის ქვეყნებისგან, რომლებმაც შემოიღეს სანქციები
პარტნიორი ქვეყნებისგან როგორც ვიგებთ და ვხვდებით, საქართველო, განსაკუთრებით, ეროვნული ბანკი მიმართავს დამაკმაყოფილებელ ძალისხმევას, რომ შეასრულოს საერთაშორისო სანქციები, – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, ჯეიმს ჯონიმ განაცხადა.
მისივე თქმით, არსებობს რისკფაქტორები, მაგრამ, საერთო ჯამში, საქართველო ცდილობს, სანქციები შეასრულოს.
„საქართველოს ფინანსური სისტემა ჯანსაღია და კომერციული ბანკების მიმართ სანქციების დაცვასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნები საქართველოს ეკონომიკაზე ომის უარყოფითი გავლენის შეზღუდვას ეხმარება. რაც შეეხება კონკრეტულად სანქციებს, ჩვენ ვესაუბრეთ ბევრ დაინტერესებულ მხარეს, როგორც პარტნიორი ქვეყნებისგან ვიგებთ და ვხვდებით, საქართველო და, განსაკუთრებით, საქართველოს ეროვნული ბანკი, დამაკმაყოფილებელ ძალისხმევას დებენ, რომ შეასრულონ საერთაშორისო სანქციები. ეს არის ის, რაც გვესმის იმ ქვეყნებისგან, რომლებმაც შემოიღეს სანქციები. რა თქმა უნდა, არსებობს რისკფაქტორები, მაგრამ, საერთო ჯამში, საქართველო ცდილობს, სანქციები შეასრულოს“, – აღნიშნა ჯეიმს ჯონმა.