ჯეიმს აპატურაი სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
„ვულოცავ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. ასევე ვულოცავ ქართველ ხალხს არჩევნების ჩატარებას, რომელიც თავისუფალ და კონკურენტუნარიან არჩევნებად შეფასდა. აშკარად ხისტი კამპანია იყო და უფრო მეტი უნდა გაკეთდეს, რათა სამომავლოდ ყველა კანდიდატისთვის შეიქმნას გარემო, სადაც ისინი თანაბარ პირობებში იქნებიან. ველოდები საქართველოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრას და ერთობლივი სამუშაოს გაგრძელებას” , – წერს აპატურაი.