ჯეიმი ოლივერმა საქართველოს გასტრონომიული ტურიზმის შესახებ კამპანია დაიწყო
ცნობილმა შეფ-მზარეულმა, ჯეიმი ოლივერმა საქართველოს გასტრონომიული ტურიზმის შესახებ კამპანია დაიწყო.
ინფორმაციას ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
„აქამდე თუ ქართული სამზარეულოს შესახებ არაფერი გსმენიათ, მოემზადეთ, თქვენთვის რაღაც განსაკუთრებული გვაქვს! შემოუერთდით ჯეიმი ოლივერს! ის ფხალს და ქართულ ტრადიციულ შოთის პურს აგემოვნებს. ჯეიმი ოლივერი საქართველოს უნიკალურ და უძველეს ღვინის კულტურას იკვლევს“, – წერია ჯეიმი ოლივერის ფეისბუქგვერდზე, რომლის თარგმანს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.