ჯეიმი ოლივერი - ენტონი ბურდეინი გარდაცვალების გამო, კულინარიის სფეროში დიდი სიცარიელე გაჩნდა
ცნობილი ბრიტანელი მზარეული ჯეიმი ოლივერი ცნობილი ამერიკელი მზარეულისა და ტელესახეს ენტონი ბურდეინი გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„შოკირებული ვარ საოცარი ენტონი ბურდეინი გარდაცვალების გამო. მან ნამდვილად შეძლო და მაყურებელი კულინარიას მიაჯაჭვა. ბურდეინი გარდაცვალების გამო, კულინარიის სფეროში დიდი სიცარიელე გაჩნდა. მშვიდად განისვენე. ჩვენი ფიქრები და სიყვარული ამ მძიმე წუთებში მის ოჯახთან და მეგობრებთან არის“, – წერს ჯეიმი ოლივერი სოციალურ ქსელში.
ენტონი ბურდეინი სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც BBC წერს, 61 წლის ბურდეინის გარდაცვალების მიზეზად თვითმკვლელობა სახელდება.
ბურდეინი საფრანგეთში, სტრასბურგში CNN-ის გადაღებებისთვის იმყოფებოდა. იგი CNN-ზე გადაცემის Anthony Bourdain: Parts Unknown წამყვანი იყო.
„გვინდა ღრმა მწუხარებით შეგატყობინოთ, რომ გარდაიცვალა ჩვენი მეგობარი და კოლეგა ენტონი ბურდეინი. თავგადასავლების, ახალი მეგობრების, განსხვავებული საკვებისა და სასმელის მიმართ დიდი სიყვარული მას უნიკალურ მთხრობელად აქცევდა.
ის მუდმივად გვაოცებდა თავისი ნიჭით და ყველას ძალიან მოგვენატრება. ჩვენი ფიქრები ამ მძიმე წუთებში მის ქალიშვილთან და ოჯახთან არის“, – აღნიშნულია სამაუწყებლო კომპანია CNN-ის განცხადებაში.
ცნობილმა მზარეულმა 2016 წელს თავისი გადაცემის ერთ-ერთი ეპიზოდი საქართველოში ჩაწერა.
„აუცილებლად უნდა გაიცნოთ საქართველო, რადგან აქ შესანიშნავი საკვებია. ქვეყანა მდიდარია დედამიწაზე ყველაზე ლამაზი პეიზაჟებით. ეს არის ადგილი, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ, თუ ამის შესაძლებლობა მოგეცემათ“, – წერდა ბურდეინი საქართველოს შესახებ.