ჯეიკ სალივანი - თეთრი სახლი შეშფოთებულია უნგრეთში კორუფციის დონისა და დემოკრატიულ ინსტიტუტებზე თავდასხმის გამო
ჯეიკ სალივანი - თეთრი სახლი შეშფოთებულია უნგრეთში კორუფციის დონისა და დემოკრატიულ ინსტიტუტებზე თავდასხმის გამო

თეთრი სახლი შეშფოთებულია უნგრეთში კორუფციის დონისა და დემოკრატიულ ინსტიტუტებზე თავდასხმის გამო. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა აშშ უნგრეთის მმართველობას დიქტატორულად, სალივანმა განაცხადა: „რასაც მე ბაიდენის ადმინისტრაციის სახელით ვიტყვი, ის არის, რომ უნგრეთის მიერ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე თავდასხმის შესახებ არ ვმალავდით ჩვენს ღრმა შეშფოთებას. კერძოდ, სასამართლო სისტემაზე, კორუფციაზე და ქვეყნის მმართველობის მხრიდან დემოკრატიის ეროზიის გამოვლინებებთან დაკავშირებით“, – განაცხადა სალივანმა.

სალივანის თქმით, აღნიშნული საკითხების შესახებ აშშ-მა უნგრეთთან ისაუბრა.