ჯეიკ სალივანი - ჯო ბაიდენი რაღაც მომენტში სი ძინპინს შეხვდება
ჯეიკ სალივანი - ჯო ბაიდენი რაღაც მომენტში სი ძინპინს შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი „რაღაც მომენტში“ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდება, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

სალივანის თქმით, ორი ქვეყნის ლიდერები შეხვედრას გამართავენ, რათა აღადგინონ ურთიერთობები დაძაბული და მღელვარე წლის ფონზე.

„იმედი მაქვს, მალე ვიხილავთ ამერიკელ ოფიციალურ პირებს, რომლებიც გამართავენ ჩინელ კოლეგებთან შეხვედრას უახლოეს თვეებში, რათა გააგრძელონ მუშაობა ურთიერთობების აღდგენისთვის, შემდეგ კი რაღაც მომენტში ჩვენ დავინახავთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი კვლავ ერთად დადგებიან“, – განაცხადა სალივანმა „სიენენთან“ ინტერვიუში.

მანამდე ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა, ლი შანფუმ აშშ და მისი მოკავშირეები ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონის დესტაბილიზაციის მცდელობაში დაადანაშაულა. ჩინეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის ნებისმიერი „სასტიკი დაპირისპირება“ იქნება „აუტანელი კატასტროფა მსოფლიოსთვის“.