ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს შეხვდა.
სალივანმა სი ძინპინს განუცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოუთმენლად ელოდება მომდევნო კვირებში ჩინეთის პრეზიდენტთან საუბარს.
შეხვედრის შემდეგ თეთრმა სახლმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ორივე მხარე მიესალმება კომუნიკაციების შენარჩუნებას და უახლოეს მომავალში გეგმავს სი ძინპინისა და ბაიდენის სატელეფონო საუბარს.
ამასთან, თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ, სხვა საკითხებთან ერთად, ლიდერებმა უკრაინაში მიმდინარე ომიც განიხილეს.