ჯეიჰუნ ბაირამოვი - სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების პროექტის ძირითადი მუხლები შეთანხმებულია
სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების პროექტის ძირითადი მუხლები შეთანხმებულია, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა.
აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ციფრების გამხელა არ სურს, თუმცა ჯერ კიდევ არის მნიშვნელოვანი პუნქტები, რომლებზეც შეთანხმება საჭიროა.
„სომხეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესის ინიციატორი აზერბაიჯანია. აზერბაიჯანული მხარე მზად არის, დაასრულოს მოლაპარაკებები სომხეთთან. ეს არის პროცესი, რომელიც ორივე მხარეზეა დამოკიდებული“, – განაცხადა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.