საქართველო-აზერბაიჯანს შორის მნიშვნელოვანია მაღალი დონის ურთიერთობა, ასეთი მჭიდრო ურთიერთობა მრავალმხრივია და ინტენსიურად ხორციელდება, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა თბილისში, ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრის დღის წესრიგი იყო პოლიტიკური დიალოგის წარმართვა, საერთაშორისო დონეზე მჭიდრო ურთიერთობა ისეთ ორგანიზაციებში, როგორებიცაა გაერო, ეუთო და სხვა.
„ვისაუბრეთ საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული თანამშრომლობის სხვადასხვა ასეპქტებზე, როგორც აქამდე მიღწეულ ისტორიულ შედეგებზე, ასევე ჩვენი ურთიერთობის ამჟამინდელ მდგომარეობაზე და შემდეგ ეტაპებზე. ასეთი ინტენსიური თანამშრომლობისას ძალიან მნიშვნელოვანია მაღალი დონის ურთიერთობა. ქვეყნებს შორის ასეთი მჭიდრო ურთიერთობა ძალიან მრავალმხრივია და ინტენსიურად ხორციელდება. 2023 წლის ოქტომბერში საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტი, ასევე მიმდინარე წლის მარტში აზერბაიჯანში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი განხორციელდა, ასევე მჭიდროა მთავრობათაშორისი და საპარლამენტო ურთიერთობა. საერთაშორისო დონეზეც ვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რათა აქტუალური საკითხები განვიხილოთ. ჩვენი დღის წესრიგი იყო პოლიტიკური დიალოგის წარმართვა, საერთაშორისო დონეზეც მჭიდრო ურთიერთობა ისეთ ორგანიზაციებში, როგორებიცაა გაერო, ეუთო და სხვა. საქართველო და აზერბაიჯანი საერთაშორისო დონეზე ერთმანეთის ინიციატივებს ყოველთვის უჭერენ მხარს, პატივს სცემენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას. ორმხრივი და მრავალმხრივი პლატფორმების გარდა, ძალიან სასარგებლო სამმხრივი ფორმატი გვაქვს – აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ფორმატი, რომლის ფარგლებშიც ჩვენი ბოლო შეხვედრა მარტში ბაქოში ჩატარდა და სადაც რეზოლუციაზე მოეწერა ხელი და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით მივაღწიეთ შეთანხმებას“, – განაცხადა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.
მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ყურადრება გამახვილდა ეკონომკურ თანამშრომლობაზე, აღინიშნა, რომ გასულ წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 15%-ით გაიზარდა.
„აზერბაიჯანი საქართველოში უდიდეს ინვესტორებს შორისაა, მისი მხრიდან საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი, 3,4 მილიარდი დოლარის ინვესტიციაა ჩადებული, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის კომპანია „სოკარი“ უდიდესი გადამხდელია. ენერგეტიკის სფეროშიც ჩვენი თანამშრომლობა, წლებია, წარმატებულად მიმდინარეობს, ეს მოიცავს მსხვილ რეგიონულ პროექტებს, რომლებიც არა მხოლოდ ჩვენი რეგიონისთვის, არამედ მთლიანად მსოფლიო რეგიონული რუკისთვის მნიშვნელოვანია. დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა იყო უდიდესი პოტენციალის პროექტი აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მონაწილეობით, მწვანე ენერგიის დერეფნის პროექტი, რაც 21-ე საუკუნის მნიშვნელოვან პროექტს წარმოადგენს. ალტერნატიული ენერგიის წარმოება და ევროპისთვის მიწოდება მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილების კუთხითაც, რაც ყველაზე მეტად აწუხებს მსოფლიოს და ბევრი ქვეყნის ინტერესს ემსახურება“, – აღნიშნა აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძრვანელმა.
ჯეიჰუნ ბაირამოვის თქმით, საქართველო და აზერბაიჯანი, ტრადიციულად, მონაწილეობენ ძალიან მნიშვნელოვან სტარტეგიულ მიმართულებებში, სადაც ერთ-ერთია ტრანსპორტი და კომუნიკაცია.
„ამ საკითხებზე საუბრისას აქცენტი გაკეთდა შუა დერეფნის პოტენციალის გაზრდაზე და აზერბაიჯანის მონაწილეობით, საქართველოს ტერიტორიის გავლით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ტვირთის გადაზიდვის შესაძლებლობის გაზრდაზე. ასევე აღინიშნა, რომ რეგიონის ქვეყნების – ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის მონაწილეობით, ტრანსპორტის სფეროში ერთობლივი საქმიანობისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმა გაგვაჩნია, რისთვისაც უკვე განსაკუთრებული საგზაო რუკაა მიღებული და ამ სამუშაოების მიმდინარეობის შეფასებისას, უახლოეს პერიოდში თურქეთში შეხვედრის ჩატარებაა ჩანიშნული“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ილია დარჩიაშვილს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის შემდგომი ვითარების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
„ამ მიმართულებით სამუშაოები მიმდინარეობს, ძალიან დადებითი ტენდენცია გვაქვს ბოლო თვეების განმავლობაში. პირველ რიგში, დელიმიტაციის კომისიებს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვრის ერთი მონაკვეთის დემარკაციის პროცესის დასრულება უნდა აღინიშნოს. ძალიან ვაფასებთ ამ ნაბიჯს, რის შედეგად 30 წლის განმავლობაში ოკუპირებული ოთხი აზერბაიჯანული სოფლის დაბრუნება მოხერხდა. სამუშაოები კვალავაც მიმდიანრეობს და მიგვაჩნია, რომ უახლოეს მომავალში კიდევ ვნახავთ დადებით ნაბიჯებს. ასევე, ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები გრძლდება და ბოლო თვეების განმავლობაში სომხეთის წარმომადგენლებთან ჯერ – გერმანიაში, შემდეგ ყაზახეთში გვქონდა მოლაპარაკებები და შეთანხმების შემდგომი რედაქციები გავცვალეთ. ბოლო რედაქცია რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანულმა მხარემ სომხეთს წარუდგინა. მინდა, ავღნიშნო, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს და პრობლემური საკითხები მნიშვნელოვნად შემცირებულია. სამწუხაროდ, მინდა, ავღნიშნო, რომ სომხეთის კონსტიტუციაში კიდევ რჩება აზერბაიჯანის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიები, რაც ამ პროცესის დასრულებისთვის ბარიერად მიგვაჩნია. ვთვლით, რომ სომხური მხარე გრძელვადიანი მშვიდობის შენარჩუნებისთვის ბარიერს ქმნის, რაც თვითონ სომხეთისთვის არასასურველი სიტუაციაა. სომხეთმა უნდა იფიქროს, ამ მიმართულებით ნაბიჯებს ველოდებით“, – განაცხადა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.