ჯეი არ სმიტის „ლეიკერსში“ გადასვლა, ფაქტობრივად გადაწყვეტილია
ჯეი არ სმიტის „ლეიკერსში“ გადასვლა, ფაქტობრივად გადაწყვეტილია
მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ევერი ბრედლი განახლებულ სეზონზე მონაწილეობას არ მიიღებს, ნათელი გახდა, რომ „ლეიკერსს“ გუნდში ახალი უკანახაზელი უნდა მოეყვანა.
მსოფლიო მედიაში აქტიურად დაიწყო საუბარი ლოს ანჯელესურ გუნდში ჯეი არ სმიტის გადასვლის შესახებ.
„ნიუ იორკ თაიმსის“ (New York Times) ჟურნალისტი მარკ შტეინი იუწყება, რომ მხარეებმა პირობებზე მოილაპარაკეს და სულ მალე სმიტი „ლეიკერსის“ კალათბურთელი გახდება. აღნიშნული ინფორმაცია ადრიან ვოჟნაროვსკიმაც დაადასტურა.