ჯეფ სეშენსი - ფარისეველ ელიტას აშშ-ის უსაფრთოება არ ადარდებს
ჯეფ სეშენსი - ფარისეველ ელიტას აშშ-ის უსაფრთოება არ ადარდებს

ამერიკის შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა სიტყვით გამოსვლისას დემოკრატები და ცნობილი ადამიანების ის ნაწილი გააკრიტიკა, ვინც ხისტ საიმიგრაციო პოლიტიკას და არალეგალი მიგრანტების მასობრივ დეპორტაციას ეწინააღმდეგება.

„აშშ-ის ფარისეველ ელიტას კედლები არ სჭირდება, რადგან მათ არ ადარდებთ ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოება, მათ მხოლოდ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა სურთ.“ – განაცხადა სეშენსმა.

პროკურორმა სეშენსმა ასევე აღნიშნა, რომ თუ ხისტი მიგრაციული პოლიტიკის მოწინააღმდეგეებს არალეგალი მიგრანტებისგან საფრთხე შეექმნებათ, კედლის მშენებლობას მექსიკა-აშშ-ის საზღვარზე თავად მოითხოვენ.

სეშენსის ამ განცხადებას წინ უსწრებდა ჩელსი კლინტონის პოსტი სოციალურ ქსელ Twitter-ში. ჰილარი კლინტონის ქალიშვილმა გენერალური პროკურორი მიგრანტი ბავშვების მიმართ გულგრილობაში დაადანაშაულა.

აშშ-ის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის არალეგალი მიგრანტების მიმართ „ნულოვანი ტოლერანტობა“ ჯეფ სეშენსმა და პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მაისში გამოაცხადეს, რასაც საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.