ჯავის ქუჩაზე 50 წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლეს
ჯავის ქუჩაზე 50 წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლეს

თბილისში, ჯავის ქუჩაზე, სადაც 50 წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლეს, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

ექსპერტ-კრიმინალისტები შემთხვევის ადგილზე სხვადასხვა ექსპერტიზებისთვის საჭირო ნიმუშებს იღებენ.

გამომძიებლები კი მოწმეებს კითხავენ და სხვა საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებენ. შემთხვევის ადგილს უყურებს გარე სათვალთვალთვალო კამერა, რომელსაც, სავარაუდოდ, უნდა დაეფიქსირებინა მკვლელობის ფაქტი.

ადგილზე პირველი არხი მოწმეებს ესაუბრა. მათი განცხადებით, ერთი გასროლის ხმა გაიგეს, საახალწლო მაშხალა ეგონათ და ყურადღება არ მიუქცევიათ. ნაწილმა ხმა საერთოდ ვერ გაიგო. ამბობენ, რომ მკვლელობის ფაქტი ვერ დაინახეს, ხმაურზე ქუჩაში რომ გავიდნენ, მამაკაცი უკვე – გარდაცვლილი, სავარაუდო დამნაშავე კი უკვე მიმალული დახვდათ.

მოკლულს, რომელიც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს, ერთი ცეცხლნასროლი დაზიანება აქვს. გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.