ჯასტინ ტრიუდო - ვგეგმავთ ახალი სანქციების დაწესებას კერძო პირებისა და კომპანიების მიმართ, რომლებიც კავშირში არიან ე.წ. რეფერენდუმებთან და ეკისრებათ პასუხიმგებლობა უკრაინაში სისხლისღვრაზე
ჯასტინ ტრიუდო - ვგეგმავთ ახალი სანქციების დაწესებას კერძო პირებისა და კომპანიების მიმართ, რომლებიც კავშირში არიან ე.წ. რეფერენდუმებთან და ეკისრებათ პასუხიმგებლობა უკრაინაში სისხლისღვრაზე

კანადა რუსეთს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმების გამო სანქციებს დაუწესებს. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ განაცხადა.

ტრიუდოს თქმით, კანადა არასდროს აღიარებს ე.წ. რეფერენდუმის შედეგებს, რომლის მიზანიც უკრაინის ტერიტორიების ანექსიაა.

„ჩვენ ვგეგმავთ ახალი სანქციების დაწესებას კერძო პირებისა და კომპანიების მიმართ, რომლებიც კავშირში არიან ე.წ. რეფერენდუმებთან და ეკისრებათ პასუხიმგებლობა უკრაინაში მიმდინარე სისხლისღვრაზე“, – განაცხადა ჯასტინ ტრიუდომ.

ჯასტინ ტრიუდოს თქმით, კანადა უერთდება საერთაშორისო საზოგადოებას არალეგიტიმური რეფერენდუმის დაგმობაში.