კიევში კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო ჩავიდა.
როგორც უკრაინული მედია წერს, კანადის მთავრობის მეთაურის ვიზიტი წინასწარ არ ყოფილა დააანონსებული.
ტრუდო უკრაინის დედაქალაქში კანადის ვიცეპრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში მათ დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ ეს ტრუდოს მეორე ვიზიტია უკრაინაში.