ჯასტინ ტრუდო - ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ დეესკალაცია, როგორც ისრაელის, ისე „ჰეზბოლას“ მხრიდან, უნდა დავიცვათ მშვიდობიანი მოსახლეობა
კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ დეესკალაციისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ლიბანში ქალებისა და ბავშვების მკვლელობა საგანგაშო მოვლენაა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
„ძალადობა უნდა შეწყდეს. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ დეესკალაცია, როგორც ისრაელის, ისე „ჰეზბოლას“ მხრიდან. ჩვენ უნდა დავიცვათ მშვიდობიანი მოსახლეობა და უზრუნველვყოთ მშვიდობა, სტაბილურობა მთელ რეგიონში“, – განაცხადა ტრუდომ.
არსებული ინფორმაციით, ისრაელის ავიაიერიშების შედეგად ლიბანში, ბოლო 24 საათის განმავლობაში მსხვერპლთა რიცხვი 558-მდე გაიზარდა. ლიბანური მედიის ცნობით, დაღუპულთა შორის 50 ბავშვი და 94 ქალია. დაშავებულია, სულ მცირე, 1 835 ადამიანი.