ჯასტინ ტრუდო აცხადებს, რომ იმედოვნებს სი ძინპინთან შეხვედრას მას შემდეგ, რაც მხარეები ორმხრივი ურთიერთობების აღსადგენად საჭირო სამუშაოს შეასრულებენ
კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო აცხადებს, რომ იმედოვნებს ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან შეხვედრას მას შემდეგ, რაც მხარეები შეასრულებენ სამუშაოს, რომელიც საჭიროა ორმხრივი ურთიერთობების აღსადგენად.
„ვფიქრობ, ხალხი აცნობიერებს, რამდენად განსხვავებული ვართ და რა ძირითადი გამოწვევები გვაქვს ჩინეთთან ურთიერთობაში ბოლო წლების განმავლობაში. არსებობს ეტაპობრივი ჩართულობა, რომელიც გრძელდება და იმედი მაქვს, მიგვიყვანს საბოლოო შეხვედრამდე, მაგრამ არ მგონია, რომ ჩვენ ჯერ ამ ეტაპზე ვიყოთ”, – განაცხადა ტრუდომ.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ბაიდენმა განაცხადა, რომ სი ძინპინი დიქტატორია.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, ეთანხმება თუ არა ტრუდო ჯო ბაიდენის მოსაზრებას, ტრუდომ უპასუხა: „ჩინეთი ერთპარტიული სახელმწიფოა. არ მგონია, რომ ამას ვინმე დემოკრატიას უწოდებდეს“.