ჯასტინ მაქენზი - საქართველო და ინგლისი იზიარებენ განსაკუთრებულ კავშირს წმინდა გიორგისთან
საქართველო და ინგლისი იზიარებენ განსაკუთრებულ კავშირს წმინდა გიორგისთან, – ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა, ჯასტინ მაქენზი სმითმა, მიკრობლოგ „ტვიტერში“ დაწერა.
ბრიტანელმა დიპლომატმა თავის გვერდზე გელათის მონასტრის წმინდა გიორგის ფრესკის სურათი გამოაქვეყნა.
„საქართველო და ინგლისი იზიარებენ განსაკუთრებულ კავშირს წმ. გიორგისთან. წმ. გიორგის დღეს, ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი ფრესკა საქართველოს გელათის მონასტრიდან“, – დაწერა საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა, ჯასტინ მაქენზი სმითმა.
ინგლისში წმინდა გიორგის დღეს, 23 აპრილს აღნიშნავენ, რომელიც ტიუდორების პერიოდში (1485-1603 წწ.) დამკვიდრდა.