საქართველოში ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაქენზი კამპანია „ესტუმრე საქართველოს“ შეურთდა.
ელჩმა მიკრობლოგ „თვითერზე“ ფოტოები გააზიარა და აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია იმის, რაც მას საქართველოში უყვარს.
კამპანია ესტუმრე საქართველოს მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ საქართველოდან რუსეთში ფრენების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, რუსულ ავიაკომპანიებს 2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე ფრენების განხორციელება დროებით აუკრძალა.