ჯასტინ მაქენზი - დღევანდელი დღე არის შესაძლებლობა, გავიხედოთ მომავალში, სადაც საქართველო რუსული მავთულხლართებით დაყოფილი არ არის
დიდი პატივია ჩემთვის, ბრიტანეთის ელჩის რანგში აქ ყოფნა, რათა მოვიგონოთ ის ადამიანები, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს 2008 წლის ომის დროს, – ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა, ჯასტინ მაქენზი სმიტმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა.
„დიდი პატივია, მოვიგონოთ ის ასობით ათასი ადამიანი, რომლებიც იძულებულები გახდნენ, საკუთარი სახლი დაეტოვებინათ 2008 წელს და 90-იანი წლების კონფლიქტის დროს, ასევე ვიხსენებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც დღესაც უწევთ კონფლიქტის შედეგებთან გამკლავება. ეს ასევე არის შესაძლებლობა, რომ გავიხედოთ მომავალში, სადაც საქართველო არ არის დაყოფილი რუსული მავთულხლართებით, სადაც საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა აღდგენილია და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ერთად, მშვიდად ცხოვრება“, – განაცხადა ელჩმა.
კითხვაზე, 2008 წელს ვინ დაიწყო აგვისტოს ომი, ელჩი აცხადებს: „მადლობა შეკითხვისთვის, მაგრამ დღეს იმ ადამიანებს ვიხსენებთ, რომლებიც დაზარალდნენ“.