ჯასტინ მაკენზი სმიტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქართულ ენაზე ულოცავს
საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩი ჯასტინ მაკენზი სმიტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქართულ ენაზე ულოცავს.
დიპლომატმა განცხადება „ტვიტერით“ გაავრცელა. მილოცვას თან ახლავს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი ლიდერის, ნოე ჟორდანიას ბიუსტის ფოტო.
„გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს“, – წერს დიპლომატი.