ჯასტინ კლუივერტი „რომაში“ გადავიდა
ჯასტინ კლუივერტი „რომაში“ გადავიდა

ლეგენდარული ჰოლანდიელი ფორვარდის პატრიკ კლუივერტის ვაჟი – ჯასტინ კლუივერტი სერია A-ში გააგრძელებს კარიერას.

„რომამ“ 19 წლის თავდამსხმელის ტრანსფერი დაადასტურა. გარიგებას ოფიციალურად მოგვიანებით გააფორმებენ, მანამდე კი რომაულმა კლუბმა უმცროსი კლუივერტის ამსტერდამიდან რომში ჩასვლა პირდაპირ ეთერში აჩვენა.

ადრე იტალიური პრესა წერდა, რომ „რომა“ ჯასტინში 20 მილიონ ევროს გადაიხდიდა.

ჯასტინ კლუივერტმა „აიაქსის“ მაისურით 2017-18 წლების სეზონში, ჰოლანდიის ჩემპიონატში 30 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი პასი შეასრულა. მის ანგარიშზეა ერთი მატჩი ჰოლანდიის ნაკრებში.