აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) პრეზიდენტი დანა უაიტი მზად არის მოაწყოს შერეული ორთაბრძოლების (MMA) წესებით შეხვედრა მომღერალ ჯასტინ ბიბერსა და მსახიობ ტომ კრუზს შორის. ამის შესახებ ორგანიზაციის პრეზიდენტმა ერთ-ერთი რადიოს ეთერში განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ადრე ბიბერმა „ტვიტერის“ მეშვეობით ესროლა გამოწვევა კრუზს.
„არ ვიცი, ის სერიოზული იყო თუ არა. დღემდე არ ვიცი, ხუმრობენ თუ არა. გარშემო ყველა ამაზე ლაპარაკობს, მაგრამ ჯასტინს ჩემთვის არ დაურეკავს. ბიბერს, შესაძლოა, რაღაც მიზეზით სურს ტომ კრუზთან ჩხუბი. მაგრამ ძლიერ მეპარება ეჭვი, რომ კრუზს ეს ყველაფერი სჭირდება. მე 50 წლის ვარ. ტომ კრუზი, თუ არ ვცდები, 56 წლის. არ ვიცი ამ ასაკის სხვა ადამიანი, ვისაც ჩხუბი უნდოდეს. მაგრამ თუ ბიბერს სურს კრუზთან ჩხუბი და კრუზიც არ არის წინააღმდეგი, შეიძლება ამ თემის განხილვა“, – განაცხადა უაიტმა.