ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი ქიბარ ხალვაშს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ულოცავენ
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.
აქიმიძე და დვალი ქიბარ ხალვაშს სასამართლოს გადაწყვეტილებას ულოცავენ.
„სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა მიუკერძოებელმა სასამართლომ კიდევ ერთხელ და კატეგორიულად დაადასტურა, რომ „რუსთავი 2“-ის დღევანდელ მფლობელებს არაკანონიერად და ბანდიტურად აქვთ მითვისებული ჩვენს მიერ დაფუძნებული, ერთ დროს დამოუკიდებული და თავისუფალი ტელევიზია.
ვულოცავთ ქიბარ ხალვაშს ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას.
ამასთანავე, კატეგორიულად ვთვლით – სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მაშინ, როდესაც უკანონოდ წართმეული და პარტიულ სამსახურში ჩაყენებული „რუსთავი 2“ დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს“, – ნათქვამია განცხადებაში.